Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი ინტერს ვერ დაეხმარება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ვენეციას წინააღმდეგ ინტერს ალექსანდრ კოლაროვის და არტურო ვიდალის გარეშე მოუწევს თამაში.

Sky Sport-ის ცნობით, ჩილელ ფეხბურთელის გრიპის სიმპტომები აღენიშნება და ის განაცხადში არ იქნება, ვეტერან სერბს კი კუნთის გაჭიმულობა აქვს.

კიდევ ერთი დანაკლისი სტეფან დე ვრეი გახლავთ, რომელმაც დაზიანება ნაკრებში თამაშის დროს მიიღო, ალექსის სანჩესის მდგომარეობა კი უმჯობესდება, თუმცა გუნდის დახმარებას დღევანდელ მატჩში ვერც ის მოახერხებს.