Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი:“ ინტერში ტიტულის მოსაგებად მოვედი“

არტურო ვიდალმა Sky Sport-თან  ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

როგორ ჩაიარა სეზონის პირველმა ნაწილმა ?

„მე ინტერში უკვე 4 თვეა ვიმყოფები და ბედნიერი ვარ, რომ კონტესთან ერთად მუშაობა კიდევ მომიწია. ბაიერნში და ბარსელონაში ძალიან კარგი დრო გავატარე და დიდი გამოციდლება მივიღე, თუმცა კონტესთან მუშაობა ძალიან კარგი გრძნობაა.“

იყო თუ არა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ყველაზე რთული მომენტი ინტერში ?

„რა თქმა უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტერში ახალი პროექტი სულ ახლახანს დაიწყო. ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ, თუმცა გვესმის, რომ ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. ჩვენ კიდევ 2 ტიტულის მოგება შეგვიძლია, ამიტომ დასრულებული არაფერია.“

გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ქულების მაქსიმუმი აიღი…

„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო, რომ ხელები ჩამოგვეშვა და დავნებებულიყავით, მაგრამ გუნდმაარაჩვეულებრივი რეაგირება მოახდინა და ბევრად უკეთ დაიწყო თამაში. ვიცით, რომ ყოველდღე ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს, თუმცა მე სიტყვა სკუდეტო არ მაშინებს, ჩვენ მისი მოგება გვსურს.“

რა აკლია ინტერს, რომ ტიტულებისთვის იბრძოლოს ?

„ინტერი გასულ სეზონში სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა გუნდმა შეცდომები ისეთ მომენტში დაუშვა, როდესაც ეს ყველაზე ნაკლებად სასურველი გახლდათ. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, თუმცა ვიცით, რომ განვითარება გვმართებს და ძველი შეცდომების დაშვება არ გვეპატიება.“

რომელი გუნდია ფავორიტი ?

„იუვენტუსი. მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და ზედიზედ 9 სკუდეტოს მოგება მოახერხეს. მათ აქვთ ყველა კომპონენტი იმისთვის, რომ ყოველთვის ტიტულისთვის იბრძოლონ. მათ დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველა მატჩს გამორჩეულად უნდა მივუდგეთ.“

როდესაც ინტერთან კონტრაქტს აფორმებდით, ფიქრობდით თუ არა იუვეში გატარებულ პერიოდზე ?

„მე იუვენტუსში 4 სეზონი გავატარე, თუმცა ახლა ჩემი გონება აწმყოზე და მომავალზეა მომართული. მე და კონტე ერთმანეთთან ხშირავ ვსაუბრობდით და ბედნიერი ვარ, რომ ერთად მუშაობა კვლავ მოგვიწია. მე მზად ვარ, თითოეულ მატჩში გული და სული  ჩავდო.“

როგორ შეიცვალა თქვენი როლი ?

„იუვენტუსში, გოლის გატანის უფრო მეტი შანსი მქონდა, რადგან თამაში უფრო მაღლა მიწევდა.  ახლა კონტე ჩემგან იგივეს ითხოვს და მე ამისთვის მზად ვარ.“

ვნახეთ თუ არა რეალური ვიდალი ინტერში  ?

„ჯერჯერობით ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოვლენას ვერ ვახერხებ. ტრანსფერის შემდეგ მოსამზადებელი პერიოდი ფაქტობრივად არ მქონია, თუმცა ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმას ვიბრუნებ და მალე ჩემს საუკეთესო თამაშს იხილავთ.“

რა გრძნობაა კონტესთან ერთად მუშაობა ?

„ბაიერნში და ბარსელონაში ყველაფერს სხვანაირად უდგებიან. კონტესთან ერთად მუშაობა გამოღვიძებას გავს, რადგან ის თითოეულ ვარჯიშზე და თითოეულ მატჩში შენგან მაქსიმუმს ითხოვს, მას გამარჯვების ყველაზე დიდი სურვილი აქვს იმ ადამიანებში,  ვინც ოდესმე მინახავს.“

რა მოგწონთ ამ ინტერში ?

„ჩვენ ახალგაზრდული გუნდიგვყავს და გამარჯვებებს მოშიებულები ვართ. სწორედ ეს არის ის, რაც ინტერში ყველაზე მეტად მხიბლავს.“

რა გეგმები გაქვს 2021 წელს ?

„იმედი მაქვს, რომ ტიტულების მოგებას მოვახერხებთ და მოედანზე ნამდვილ ვიდალს იხილავთ, ასევე მსურს, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს…“