Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი:“ მომავალში მწვრთნელობა მსურს…“

ინტერის ჩილელი ნახევარმცველის არტურო ვიდალის თქმით, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მას მწვრთნელობა უნდა.

34 წლის ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და წარმატებული კარიერის შემდეგ, როგორც ჩანს არტურო ფეხბურთში დარჩენას გეგმავს.

„ჩემს მომავალზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ბავშვობიდან ჩემი მთავარი საფიქრალი ვარჯიში და ფორმის შენარჩუნება იყო და ჩემი ცხოვრება ფეხბურთს გარეშე ვერ წარმომიდგენია.

„მე თავში რამდენიმე იდეა მიტრიალებს, მაგრამ მათ შორის ყველაზე რეალური მწვრთნელობაა. კარიერაში არაერთ გამორჩეულ სპეციალისტთან მიმუშავია და მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, მე შეხვედრებს მწვრთნელის თვალით ვხედავ და ვფიქრობ, რომ ეს არც თუ ისე ურიგოდ გამომივა.“