Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალი:“ რეალთან ისე ვითამაშებ, თითქოს კვლავ ბარსელონას ფეხბურთელი ვარ“

არტურო ვიდალმა მადრიდის რეალთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. წინ საინტერსო შეხვედრა გველოდება, რომელის შესაძლოა სატურნირო ცხრილის მხრივ გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. მე რეალს ისეთივე შემართებით დავუპირისპირდები, თითქოს ბარსელონას ფეხბურთელი ვიყო.

„ინტერში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და მწვრთნელის უკლებლივ ყველა დავალებას ბოლომდე შევასრულებ. ადრე გოლების გატანა მიყვარდა, თუმცა ახლა მთავარი ის არის, რასაც მწვრთნელი მეუბნება, ჩემს ინტერესებზე წინ ყოველთვის გუნდს ვაყენებ.“