Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

არაერთი კატალონიური გამოცემის მტკიცებით, არტურო ვიდალი ბარსელონასთან კონტრაქტს ოფიციალურად დღეს გაწყვეტს, ხვალ კი მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ინტერს შეუერთდება.

ვიდალს ბარსასთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ჩილელმა ფეხბურთელმა ხელფასზე უარი თქვა, რითიც კონტრაქტის გაწყვეტას შეუწყო ხელი.

RAC1-ის მტკიცებით, ვიდალის რეისი უკვე ჩანიშნულია და ის იტალიაში გამთენიისას ჩაფრინდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.