Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი 2 კვირას იუქმებს

ნაკრებში არტურო ვიდალის ყოფილმა თანაგუნდელმა მაურისიო პინილამ ჩილელი ფეხბურთელის სიტუაციაზე ისაუბრა.

ვიდალმა მარცხენა მუხლზე ოპერაცია 5 კვირის წინ გაიკეთა და სამედიცინო შტაბი ვარაუდობდა, რომ ის ნაპოლისთან მატჩში მონაწილეობას მოახერხებდა, თუმცა პინილას ინფორმაციით, რომელმაც ESPN-თან ისაუბრა, 33 წლის ნახევარმცველი ჯერ მზად არ არის.

„არტუროს ნაოპერაციებ მუხლზე მცირე გართულება აქვს, რაც მას მოედნის მიღმა დაახლოებით 2 კვირას დატოვებს.

„ვიდალს ნაპოლის წინააღმდეგ თამაში სურდა და გაორმაგებული ძალებით ვარჯიშობდა, თუმცა ის ჯერ მზად არ არის და სავარაუდოდ ნერაძურის ბოლო 4-5 მატჩში დაეხმარება.“