Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალმა ამერიკაში გადასვლა არ ისურვა

როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, მექსიკური გუნდი Club America არტურო ვიდალის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა ინტერის ნახევარმცველმა ამერიკული გუნდი უარით გაისტუმრა.

ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ, ნერაძურის ჩილელი ფეხბურთელის გასხვისება და მისი მსუყე ხელფასის თავიდან აცილება სურს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჩილელი ფეხბურთელი ბენეამატას დატოვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ვიდალი სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედის და თუ ინტერმა მისი გაშვება ვერ მოახერხა, მომდევნო სეზონში ნერაძურის სათადარიგო ფეხბურთელისთვის 6.5 მილიონის გადახდა მოუწევს, რაც გუნდის რთულ ფინანსურ სიტუაციას ნამდვილად არ დაეხამრება.