Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაწყვიტა

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს მტკიცებით, არტურო ვიდალმა იმისთვის, რომ ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტა მოკლე დროში მოეხერხებინა, კონტრაქტით გათვალისწინებული მისაღები კომპენსაციის ნაწილზე უარი თქვა და ბლაუგრანასთან ხელშეკრულება საბოლოოდ გაწყვიტა.

ჩილელ ფეხბურთელს მილანში უახლოეს დღეებში ელოდებიან, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ინტერთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონში კი მისი ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.