Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალმა ინტერში გადასასვლელად საკმაოდ მსუყე თანხაზე თქვა უარი

Tuttosport-ის ინფორმაციით, არტურო ვიდალის ინტერში გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა.

გამოცემის ინფორმაციით, ჩილელმა ფეხბურთელმა ინტერში გადასვლის დასაჩქარებლად ბარსასთან დარჩენილი კონტრაქტის სანაცვლოდ მისაღებ 6.5 მილიონ ევროზე უარი თქვა და ინტერს უმოკლეს დროში შეუერთდება.

ვიდალს ინტერი 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, სეზონში კი 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.