Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალმა მარსელი უარით გაისტუმრა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, არტურო ვიდალმა მარსელში ტრანსფერზე უარი განაცხადა.

ფრანგული გამოცემა La Provence-ს ცნობით, ხორხე სამპაოლის, რომელიც ვიდალს ჩილეს ნაკრებში წვრთნიდა, მისი ხილვა ამჯერად მარსელში სურდა, მაგრამ არტურომ კარიერის საფრანგეთში გაგრძელება არ ისურვა.

წყაროს ინფორმაციით, არტურო ვიდალი თავს ინტერში შესანიშნავად გრძნობს და გუნდის გამოცვლას კონტრაქტის ბოლომდე, ანუ მომდევნო სეზონის დასრულებამდე არ აპირებს.