Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალს იუვენტუსში სურს

ჩილეში რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არტურო ვიდალს იტალიაში დაბრუნება მართლაც სურს, თუმცა არა ნერაძურის, არამედ იუვენტუსის რიგებში.

33 წლის ფეხბურთელი ბარსელონას ახალი მწვრთნელის სამომავლო გეგმებში არ შედის და მისი შეძენა 15 მილიონად არის შესაძლებელი. ჩილელი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და მის გამო გუნდმა სანდრო ტონალიზეც კი თქვა უარი. შესაბამისად, თუ იუვემ ჩილელის დაბრუნება არ ისურვა, დიდი ალბათობით არტურო ინტერში აღმოჩნდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.