Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ ბონუჩი-კიელინი დაცვის სრულყოფილი დუეტია“

ევროპის ჩემპიონატის წინ როდესაც ცნობილი გახდა, რომ რობერტო მანცინი აძურის დაცვის ცენტრს ბონუჩი-კიელინის დუეტს ჩააბარებდა, ბევრი ამ გადაწყვეტილებას სკეპტკიურად უყურებდა, თუმცა მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ აძურის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვის ცენტრი ჰყავთ.

ამ თემაზე კომენტარი ბობო ვიერიმ გააკეთა.

“ვფიქრობ, რომ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ერთმანეთს ავსებენ და ისინი სრულყოფილ დუეტს ქმნიან, რომელსაც პირადად მე არც ერთ სხვა დუეტში არ გავცვლიდი. მოურინიომ მათ შესახებ იდეალური კომენტარი გააკეთა, ორივე მათგანს თავისუფლად შეუძლია, რომ დაცვასთან დაკავშირებით ჰარვარდში ლექციები წაიკითხონ.“

ვიერიმ ერთმანეთს ფედერიკო და ენრიკო კიეზებიც შეადარა.

„ფედერიკო ფიზიკურად უფრო ძლიერია და ის თანამედროვე ფეხბურთს იდეალურად ერგება. ენრიკო უფრო ტექნიკური იყო, ჯადოსნური დარტყმით და მას ორივე ფეხით თანაბრად კარგად შეეძლო თამაში.

„ფედერიკო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მას განვითარების საშუალება კიდევ აქვს. მართალია კიეზას ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ მას მეტი მოეთხოვება, რადგან ფიზიკურ ძალასთან ერთად ფედერიკოს შესანიშნავი სიჩქარე და ტექნიკა აქვს.“