Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ ერიქსენის გაფორმება ინტერის შეცდომა იყო“

კრისტიან ვიერიმ კრისტიან ერიქსენის და სკუდეტოს ფავორიტების შესახებ ისაუბრა.

„პრობლემა ის კი არ არის, რომ ერიქსენი ანტონიო კონტეს ტაქტიკისთვის შესაბამისი ფეხბურთელი არ არის, არამედ ის, რომ მისი გაფორმება თავიდანვე შეცდომა იყო და მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ეს  უნდა აღიარონ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

„სკუდეტო ? იუვენტუსი ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს, ადრე თუ გვიან ისინი დამარცხდებიან.

„მათ უკვე ზედიზედ 9 ტიტული მოიგეს და ახლა მათ მოტივაციის ნაკლებობა აქვთ. ინტერი კი ევროპულ ჩემპიონატებზე აღარ ასპარეზობს და ვფიქრობ, ნერაძური ფავორიტია.“