Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიერი:“ ერიქსენი ინტერს დატოვებს, დიბალა…“

ლეგენდარულმა კრისტიან ‘ბობო’ ვიერიმ ინტერზე, იუვენტუსზე, მილანზე და სკუდეტოსთვის გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„სეზონის დამთავრებამდე ჯერ კიდევ 28 მატჩია დარჩენილი, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სეზონი.

„ჩემი აზრით, იუვენტუსთან, მილანთან და ინტერთან ერთად სკუდეტოსთვის ლაციო, ნაპოლი და შესაძლოა ატალანტა იბრძოლებენ.

„მას შემდეგ, რაც ინტერი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, ინტერმა სერია ა-ში წინა პლანზე წამოიწია, მაგრამ ისინი ვალდებულები არ არიან, სკუდეტო მოიგონ. ჩემი აზრით, ისეთმა გუნდმა, როგორიც ინტერია, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის უნდა ითამაშოს.

„როდესაც მესმის, რომ ინტერს ხარისხი არ აქვს ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ტყუილია. მათ გლადბახს აჯობეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შახტართან გამარჯვებისთვის საკმარისზე მეტი ძალა ჰქონდათ.

„ანტონიო კონტე ძალიან კარგი მწვრთნელია და ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ყველაფერი კარგად არ მიდის, ის ცვლილებებს აგვიანებს. ჩემი აზრით, ერიქსენმა უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს.

„მას შეუძლია, რომ ინტერს დაეხმაროს, მაგრამ მწვრთნელი, რომელსაც მას ყოველდღე ხედავს სიტუაციას ჩემზე კარგად აფასებს. ჩემი აზრით, ერიქსენი ინტერს იანვარში დატოვებს.“

იყო თუ არა იუვენტუსის გამარჯვება ბარსელონასთან მოულოდნელი ?

„არა, მათ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ, იუვეს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორიც რონალდუა, მათთვის ლიმიტი არ არსებობს.

„იუვემ რონალდუს გარეშე რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ვერ გაიმაჯრვა, გუნდი ძალიან მცირე დონეზე, მაგრამ მაინც რონალდუზე დამოკიდებულები გახდნენ, მაგრამ ეს გასაკვირი საერთოდ არ არის, განა ბარსელონა მესიზე არ არის დამოკიდებული ? ან თუ ლუკაკუ ინტერის შემადგენლობაში არ ითამაშებს, არ დააკლდებათ მათ ის ?

„მორატა ? მე მას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები. ის ადრე კლასიკური ფორვარდი იყო, რომელიც ძირითადად საჯარიმოში მოქმედებდა. ახლა ალვარო უფრო გუნდურად თამაშობს, იცის როდის გასცეს პასი და როდის შეუტიოს თავად. მან ძალიან მოუმატა და მიზეზი ერთია, ალვარომ მთელს ევროპაში დიდი გამოცდილება მიიღო.“

მორატა და რონალდუ რეგულარული სტარტერები არიან, მაგრამ რას იტყვით დიბალას შესახებ ?

„ეს ჩვენი მეგობრის, ანდრეა პირლოს პრობლემაა, რომელთანაც გამკლავება მოუწევს. თუ იუვემ პირლო აირჩია ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი მას და მის იდეებს ენდობა. ახლა ეს იდეები მაესტრომ გუნდს უნდა გადასცეს.


„მილანი ? მათ უკვე დაამტკიცეს, რომ იბრაჰიმოვიჩის გარეშეც კი ძალიან სოლიდური გუნდია.

„ისინი თავს როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად კარგად გრძნობენ. მათ იბრას გარეშე ბევრი თამაში მოიგეს, თუმცა ლომი ძალიან მალე დაბრუნდება და ის მშიერი იქნება…

„მილანს უდიდესი ენთუზიაზმი აქვს და მათზე არანაირი ნეგატივი არ იმოქმედებს. თუ შენ გაიმარჯვებ და სახლში გამთენიისას დაბრუნები, თავს მაინც კარგად გრძნობ, ხოლო თუ დამარცხდები ისეთი შეგრძნება გექნება, რომ 3 დღე არ გძინებია.“

შეუძლია თუ არა რებიჩს მეტი გოლის გატანა ?

„დიახ, რადგან მას ბურთთან ერთად ყოფნა და შეტევა უყვარს და როდესაც იბრა დაბრუნდება, მას უფრო მეტი სივრცე ექნება.

„ფეხბურთელებმა ტიტულზე არ უნდა იფიქრონ მანამ, სანამ ჩემპიონატის დასრულებამდე 7-8 თამაშია დარჩენილი.“