Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ ვლაჰოვიჩი ბაიერნში 30 გოლს უპრობლემოდ გაიტანდა“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ბობო ვიერიმ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„დუშან ვლაჰოვიჩი ჩემს გაკვირვებას თამაშიდან თამაშამდე განაგრძობს. მისი ცივსისხლიანობა და პროფესიონალიზმი ასეთ ასაკში ხშირად არ გხვდება. ის თანამედროვე სტილის ფორვარდია, რომელსაც გოლების გატანასთან ერთად სხვა უამრავი სამუშაოს გაკეთება შეუძლია.

„მე რომ ბაიერნის ადგიალს ვიყო, ვლაჰოვიჩს დაუფიქრებლად ვიყიდდი და მისით ლევანდოვსკის ჩავანაცვლებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ბაიერნში დუშანი სეზონში მინიმუმ 30 გოლს გაიტანდა და თავის პოტენციალს კიდევ უფრო წარმოაჩენდა.“