Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიერი:“ ზლატანი დერბისთვის მზად არის“

კრისტიან ვიერის აზრით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დერბისთვის მზად იქნება და მისი მოედანზე ყოფნა მილანს გამარჯვებას მოუტანს.

„ზლატანის გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. მისი ტექნიკა, თამაშის წაკითხვის უნარი, გოლები, საგოლე გადაცემები მილანისთვის გადამწყვეტი იქნება. მისი მოედანზე ყოფნა გუნდს აიძულებს, რომ უკეთ ითამაშოს. იბრა მთელი მილანის დონეს წევს.

„მისი სიტყვები, რომ კორონა ვირუსს ეყო გამბედაობა, რომ ზლატანი გამოეწვია, იბრას მენტალურ სიძლიერეზე მეტყველებს, ის ამ კომპონენტში ყველაზე მაღლა დგას.დამიჯერეთ, ის დერბის ითამაშებს და შეხვედრის შემდეგ სიგარეტსაც გააბოლებს.“