Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ ინტერი იუვენტუსს ტურინშიც დაამარცხებს“

ბობო ვიერიმ იუვენტუსი – ინტერის მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსი მიმდინარე სეზონში ზედმეტად ქაოტური იყო და ისეთ ორგანიზებულ გუნდს, როგორიც ინტერია, ისინი ვერ დაამარცხებენ. ვფიქრობ, რომ ხვალ გამარჯვებული ნერაძური დარჩება და ტურინელებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარეშე მოუწევთ ყოფნა.

„ჩემპიონთა ლიგის გარეშე კი იუვენტუსს როგორც სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით დიდი სირთულეები ელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს, რონალდუ გუნდს დატოვებს და მას რამდენიმე სხვა ვარსკვლავიც მიჰყვება, ფინანსურად კი იუვე საკმაოდ დიდ ზარალს ნახავს, რაც ახლა ორმაგად მნიშვნელოვანია.“