Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ ინტერმა კონტესა და ინძაგისგან საუკეთესო თვისებები მიიღო“

ინტერის ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ ნერაძურის თამაშის სტილი მოუწონა.

„დღევანელი ინტერი მე ძალიან მომწონს, იმაზე მეტადაც კი, რასაც ჩვენ გასულ სეზონში ვხედავდით.

„ნერაძურის კვალვ შემორჩა ანტონიო კონტეს უმთავრესი პლიუსი – მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი, თუმცა გუნდმა სიმონე ინძაგისგან უფრო მეტი თავისუფლება შეიძინა.

„გუნდი ყოველთვის შეტევაზე ფიქრობს და ფეხბურთელებს აქვთ თავისუფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში პოზიცია დატოვონ და წინ წავიდნენ. შკრინიარი ამის კარგი მაგალითა, რომელსაც მეტოქის საჯარიმოში შერბენა უყვარს და ამან შედეგი უკვე გამოიღო.“