Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და ასეთ თამაში არ ეკადრება“

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ბობო ვიერის აზრით, იუვენტუსის დონის გუნდს ასეთი თამაში არ ეკადრება.

სერია ა-ს 19 ტურის შემდეგ იუვენტუსს 27 გატანილი გოლი დაუგროვდა და ბიანკონერის ზედმეტად დაცვითი სტილის გამო ხშირად აკრიტიკებენ.

„სერია ა-ს პირველი წრის შემდეგ იუვენტუსმა ჩემზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ყველა გრანდი ევროპაში პროაქტიურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ტურინელები კი ყოველთვის დაცვაზე არიან ორიენტირებული და მეორე ეშელონის გუნდებთანაც კი, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზედმეტად ზრუნავენ.

„იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ვფიქრობ, რომ მათ ასეთი თამაში არ ეკადრებათ, მე გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვარ.“