Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ იუვეს რონალდუს გოლები დააკლდება, ინტერი კვლავ ფავორიტია“

ლეგენრაული იტალიელი ფორვარდის ბობო ვიერის აზრით, იუვენტუსიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ფავორიტი სკუდეტოსთვის ბრძოლაში კვლავ ინტერია.

„ინტერი სხვა გუნდებთან ერთი თავით მაღლა დგას. ვფიქრობ, რომ ნაპოლი ჯერჯეობით სკუდეტოსთვის საბრძოლველად მზად არ არის. რამდენიმე დღს წინ ვთქვი, რომ იუვენტუსს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ რონალდუს წასვლამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა, მისი 29-30 გოლი ტურინელებს ძალიან დააკლდებათ.

„ინტერი უფრო შეთამაშებულებიც არიან და ახალწვეულების მიუხედავად, უფრო გუნდურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. კორეა ნერაძურის შესანიშნავად მოერგო, ჯეკო კი გოლების გარანტიაა და ისინი ერთად ბევრ გოლს გაიტანს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში ინტერი ჩემპიონთა ლიგაზეც უკეთესად გამოვა.“