Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიერი:“ კიელინი იუვესთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“

კრისტიან ვიერის აზრით, ჯორჯო კიელინის მოედანზე დაბრუნება გუნდს საჭირო მუხტს მისცემს, რომ იუვემ ზედიზედ მე-10 სკუდეტო მოიგოს.

36 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ტრავმების გამო მოედანზე მხოლოდ 4-ჯერ გამოჩნდა, თუმცა ბიანკონერისთვის საბედნიეროდ კაპიტანმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

„ვფიქრობ, რომ სერია ა-ს კვლავ იუვენტუსი მოიგებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიელინი ტრავმას აღარ მიიღებს. მასთან ერთად იუვე ბევრად უფრო ძლიერი და სოლიდური გუნდია და მისი გამოცდილება ანდრეა პირლოს აუცილებლად გამოადგება.

„იუვეს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, სხვებზე ბევრად უკეთესი, კიელინის მოედანზე ყოფნა კი არა მხოლოდ დაცვისთვის არის კარგი, არამედ ის მთელს გუნდს დადებით მუხტს გადასცემს.

„კიელინი მსოფლიოში საუკეთესო მცველთა რიგებში შედის. მას აქვს ხარისხი, ქარიზმა, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები და მენტალური სიძლიერე, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.