Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიერი:“ ლუკაკუ გოლების მანქანა და ამ ინტერის სიმბოლოა“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა, რომელმაც გასულ ტურში ინტერის მაისურით 50-ე გოლი გაიტანა.

ვიერიმ ინტერში 6 სეზონი გაატარა, ნერაძურის მაისურით 190 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 123 გოლის გატანა მოახერხა.

„ლუკაკუს გოლი კროტონეს წინააღმდეგ ისეთი იყო, როგორიც ჩვენ გაგვქონდა ჩემი ინტერში ყოფნის დროს, თუმცა ჩვენ ამისთვის 3-ჯერ უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა გვჭირდებოდა, ვიდრე ლუკაკუს.

„კონტემ ანტონიო სწორედ მისი დიდებული ფიზიკური შესაძლებლობების გამო იყიდა. ის გოლების მანქანაა, რომელსაც ინტერში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე მანჩესტერში. ის დღევანდელი ინტერის სიმბოლოა.

„ლუკაკუ და ლაუტარო ერთმანეთისთვის იდეალური პარტნიორები არიან.“