Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ სკუდეტოს ინტერი მოიგებს“

ბობო ვიერიმ ატალანტა-ინტერის მატჩზე ისაუბრა და მისი თქმით, სკუდეტო საბოლოოდ კვლავ ინტერს დარჩება.

„ატალანტა – ინტერი შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. ჩვენ ვიხილეთ ორი გუნდი, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. ბერგამოელებმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, მათ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

„კრიტიკა ჰანდანოვიჩის მიმართ ? სამირი დიდებული კარის დარაჯია და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა გადაჭარბებულია. მალინოვსკის შორეული დარტყმის მოგერიება რთული იყო, გადმოვარდნილი ბურთი კი ვის დარჩება, ამას წინასწარ ვერავინ გათვლის.

„სკუდეტო ? კონტემ ინძაგის შესანიშნავი გუნდი დაუტოვა და ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ამ სეზონშიც ინტერი დარჩება. მათ შემადგენლობის სიღრმის და ხარისხის მხრივ ამ სეზონში ბადალი არ ჰყავთ.“