Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვილარი რომას ტოვებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, გონსალო ვილარის კარიერა რომაში უკვე დასრულებულია და მის ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია.

წყაროს ინფორმაციით, 23 წლის ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნდება ხეტაფეს რიგებს შეუერთდება.

ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები უცნობია, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ხეტაფეს სავარაუდოდ იჯარით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.