Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვილიარეალს დე შილიო სურს

ვილიარეალი ტრავმირებული ალბერტო მორენოს შემცვლელს ეძებს და მათი აზრით, იუვენტუსის დე შილიო იდეალური ვარიანტი იქნება.

27 წლის ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსს მილანიდან 2017 წელს შეუერთდა, ტრავმების და სხვა მიზეზების გამო ტურინელების ძირითადის წევრად არასოდეს განიხილებოდა და გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

დი მარაციოს მტკიცებით, ვილიარეალის წარმომადგენლები ტურინელებს უკვე დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.