Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვინას რომაში დღეს ელოდებიან

რომა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას და ჟოზე მოურინიოს მოთხოვნილი ფეხბურთელების დამატებას განაგრძობს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯალოროსი დღეს პალმეირასის 23 წლის ფეხბურთელს მატიას ვინას ელოდებიან, რომელიც ტრავმირებული ლეონარდო სპინაცოლას შემცვლელი იქნება.

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორამციით, პალმეირას ფეხბურთელი რომას 11 მილიონ ევროდ გაიფორმებს, ამ თანხას კი ბონუსების სახით მომავალში 2.5 მილიონი ევრო დაემატება.