Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვინა:“ რომაში ტრანსფერი ოცნების ახდენას ჰგავს“

მატიას ვინამ დაადასტურა, რომ მისი რომაში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და მისი თქმით, მოურინიოსთან მუშაობა დიდი პატივი იქნება.

ურუგვაელ ფეხბურთელს რომში მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდებიან, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ჯალოროსის ფეხბურთელი გახდება.

„ჩემთვის ეს ტრანსფერი ოცნების ახდენაა. რომა ტოპ დონის გუნდია, მოურინიო კი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი და მასთან ერთად მუშაობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივი იქნებოდა.

რომას მარცხენა მცველის გაფორმება 11 მილიონი დაუჯდება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2.5 მილიონი დაემატება. ის გუნდში სპინაცოლას შემცვლელად მოიაზრება, რომლიც ტრავმის გამო 6-7 თვე იუქმებს.