Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვინისიუსი და ისკო დიბალას სანაცვლოდ ?

მადრიდის რეალი იუვენტუსის ვარსკვლავის, პაულო დიბალას გაფორმებას უკვე რამდენიმე წელია ცდილობს და არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს საწადელს მიაღწიოს კიდეც.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი მზად არის იუვენტუსს დიბალას სანაცვლოდ ვინისიუსი და ისკო შესთავაზოს.

ბოლო პერიოდში ორივე მათგანს გუნდთან ურთიერთობა საგრძნობლად დაეძაბა. ისკომ ერთ-ერთ ინტერვიუში უკმაყოფილება ზიდანის მიმართ ღიად დააფიქსირა და ასეთი რამ განაცხადა:“ როდესაც მოედანზე ვარ, ზიდანი 50-60 წუთზე მცვლის, სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლის საშუალება მხოლოდ მე-80 წუთზე მეძლევა.“

ვინისიუსის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულად არის. გლადბახთან მატჩისას შესვენებაზე ბენზემამ მენდის ასეთი რამ უთხრა:“ ვინისიუსს პასი არ მისცეთ“, რომელიც ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა და როდესაც მენდის განმარტება მოსთხოვეს, მან ასეთი რამ თქვა:“ ვინისიუსი გამოსადეგს არაფერს აკეთებს. როდესაც მას ეშინია, ყველა იმ თვისებას კარგავს, რაც მას ასეთ კარგ ფეხბურთელად აქცევს.“

იდეალური მდგომარეობა არც იუვენტუსში სუფევს. დიბალას და პარატიჩის შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ახალი ამბავი არავისთვის არ არის. იუვენტუსი დიბალასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, არგენტინელი სეზონში 15 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც იუვე დიდი ალბათობით არ გადაიხდის და ამ გაცვლას კიდევ უფრო რეალურს ხდის.