Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვინ დატოვებს ინტერს შემდეგი…

აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია. მოროკოელი ფეხბურთელი პარიზში იმყოფება და ის ფრანგებთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, წლიური ანაზღაურების სახით კი 8 მილიონ ევროს მიიღებს.

ბენეამატა ჰაკიმის სანაცვლოდ 60 მილიონს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 11 მილიონი ევრო დაემატება, თუმცა ის ინტერის გაყიდული ერთადერთი ფეხბურთელი არ იქნება.

ნერაძურის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელების გაყიდვით 100 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, ამიტომ შემადგენლობის დატოვება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს მოუწევს.

ინტერს ჰაკიმის შემდეგ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა და გუნდის ბრძოლისუნარიანობის შემცირება არ სურს, ამიტომ ბეპე მაროტა და პიერო აუსილიო აქცენტს მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების – ჟოაო მარიოს, რაჯა ნაინგოლანის, ვალენტინო ლაზაროს და დალბერტ ენრიკეს გაყიდვაზე გააკეთებენ.

მათი გაყიდვით ინტერი საერთო ჯამში დაახლოებით 35 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, რაც გუნდიდან კიდევ ერთი ლიდერის წასვლის აუცილებლობას აღარ დააყენებს.