Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვინ რამდენს გამოიმუშავებს მაისურების სპონსორებისგან სერია ა-ში…

ცნობილი იტალიური გამოცემა Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ლაციო წლიურად მაისურის სპონსორებისგან მხოლოდ 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც სერია ა-ში მე-5 ყველაზე ცუდი შედეგია.

მაგალითისთვის, იუვენტუსი წლიურად მაისურის სპონსორებისგან 52.5 მილიონ ევროს იღებს, მეორე ადგილზე კი 29 მილიონი ევროთ ინტერია.

საერთო ჯამში სერია ა-ს გუნდები მაისურის სპონსორებისგან წლიურად 190 მილიონ ევროს იღებს, რაც გასულ სეზონთან შედარებით 21 მილიონით მეტია.

შეგახსენებთ, რომ ლაციოს მაისურის ძირითადი სპონსორი ჯერ კიდევ არ ჰყავს.

გუნდების სრული სია კი მაისურის სპონსორებიდან აღებული თანხების მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. Juventus – €52.5m
  2. Inter Milan – €29m
  3. Fiorentina – €26.1m
  4. Sassuolo – €18m
  5. Roma – €15m
  6. AC Milan – €14.5m
  7. Napoli – €11.5m
  8. Atalanta – €6.2m
  9. Torino – €3.65m
  10. Cagliari – €3.1m
  11. Bologna – €3m
  12. Verona – €1.5m
  13. Udinese – €1.45m
  14. Empoli – €1.35m
  15. Sampdoria – €1.05m
  16. Lazio – €1m (ძირითადი სპონსორის გარეშე)
  17. Genoa – €800,000
  18. Venezia – €700,000
  19. Spezia – ძირითადი სპონსორის გარეშე
  20. Salernitana – ძირითადი სპონსორის გარეშე