Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვინ რამდენს დარბის საშუალოდ სერია ა-ში…

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ს მატჩებში საშუალოდ ყველაზე მეტს ნერაძური დარბის.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერი საშუალოდ თითო მატჩში 113 კილომეტრს დარბის, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ნაპოლია – 112.18 კილომეტრით, სამეულს კი ლაციო აგვირგვინებს, რომლსი ფეხბურთელებიც საშუალოდ ერთ მატჩში 112.08 კილომეტრს ფარავენ.

უშუალოდ ფეხბურთელებში თითო მატჩში ყველაზე მეტს ნერაძურის მარსელო ბროზოვიჩი დარბის, რომელიც საშუალოდ 13 კილომეტრს ფარავს. მეორე ადგილზე სამპდორიას მორტენ ტორსბია – 11.7 კილომეტრი, მესამე ადგილზე კი კალიარის მარკო როგი – 11.6.