Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვინ ჩაანაცვლებს ჩალჰანოღლუს…

რამდენიმე დღის წინ მილანი ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე გააქტიურდა და თურქ ფეხბურთელს საბოლოო ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხზე საიხლეები აღარ ვრცელდება და როგორც ჩანს, ჰაკანის მილანიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის ჩალჰანოღლუს შემცვლელად 3 ფეხბურთელი ჰყავდა შერჩეული. პირველი და პრიორიტეტული სამიზნე კვლავ როდრიგო დე პაულია, თუმცა რამდენიმე იტალიური და ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ატლეტიკომ უდინეზეს მოთხოვნილი 40 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა და დიდი ალბათობით ის კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

მეორე კანდიდატი გუნდის სიაში პაპუ გოემსი გახლდათ, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა მისი სევილიადან წასვლა გამორიცხა (კომენტარი იხილეთ აქ).

მესამე და ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი ატალანტას იოსიპ ილიჩიჩია. 33 წლის სევილიელი ფეხბურთელის დამატება როსონერის დაახლოებით 6-7 მილიონად შეეძლება, რაც მისი კლასის და გამოცდილების მქონე ფეხბურთელისთვის საკმაოდ კარგი საფასურია. ილიჩიჩთან ერთად, მალდინის გუნდში დიასის იჯარით დარჩენის იმედი აქვს, რაც გუნდს სხვა პოზიციების გაძლიერებისთვის მეტ ფინანსურ შესაძლებლობას დაუტოვებს.

გათიშვა