Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვირუსის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, მილანური დერბი დათქმულ დროს ჩატარდება

ბოლო დღეების განმავლობაში მილანის და ინტერის შემადგენლობაში კორონა ვირუსის 7 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანური დერბი საფრთხის ქვეშ არ არის.

მილანში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონა ვირუსი დაამარცხა და დერბისთვის მზად იქნება, მატეო გაბიას პასუხი კი კვლავ დადებითია და დიდი ალბათობით, ის 17 ოქტომბერს გუნდს ვერ დაეხმარება.

ინტერში მდგომარეობა უფრო რთულად არის. რადუს, ნაინგოლანს, გალიარდინის, შკრინიარს და ბასტონის თამაში ვირუსის გამო გაქტობრივად გამორიცხულია.

ნერაძურის სრული შემადგენლობა ბაზაზე ჰყავს, რათა ვირუსის ახალი შემთხვევებისგან თავი აირიდოს და უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ფეხბურთელები აღარ დააკლდეს.