Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა ინტერში

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონა ვირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს, ანდრეი რადუსაც დაუდასტურდა, რომელიც გუნდის სათადარიგო მეკარეა.

გალიარდინის, ნაინგოლანის, ბასტონის და შკრინიარის შემდეგ, ეს გუნდში დადასტურებული შემთხვევების მეხუთე ფაქტია.

ამის მიუხედავად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ თუ გუნდებს 13 ფეხბურთელი მაინც ეყოლებათ ისეთი, რომლებსაც ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და მათ შორის ერთი მეკარე იქნება, მატჩებს გადადების საფრთხე არ ემუქრებათ და დიდი ალბათობით, 17 ოქტომბერს ჩანიშნული მილანური დერბი გეგმის მიხედვით გაიმართება.