Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვირუსის კიდევ 2 შემთხვევა ინტერში…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილან შკრინიარის და ალესანდრო ბასტონის შემდეგ, კორონა ვირუსი ნერაძურის კიდევ 2 ფეხბურთელს, რაჯა ნაინგოლანს და რობერტო გალიარდინის დაუდასტურდათ.

მილანური დერბის წინ, რომელიც 17 ოქტომბერს არის ჩანიშნული, კორონა ვირუსის გამო პრობლემები მილანსაც აქვს. დღეს გახდა ცნობილი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ლეო დუარტემ ჯერჯერობით ინფექციის დამარცხება ვერ მოახერხეს.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა დერბი დანიშნულ დროს, თუმცა ფაქტია, რომ მოხშირებული ვირუსის შემთხვევები როგორც Derby Della Madonnina-ს, ასევე მთელს სერია ა-ს უქმნის საფრთხეს.