Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიტელომ კესის სიტუაციაზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო ვიტელომ ფრანკ კესის კონტრაქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აგენტი საკმაოდ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს.

წყაროს ინფორმაციით, რამდენჯერაც მილანი მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გადახდას თანხმდება, ფეხბურთელის აგენტი უფრო გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს.

თავიდან კესი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 4.5 მილიონს ითხოვდა, შემდეგ 6 მილიონს, ახლა კი მილანის შეთავაზებულ 6.5 მილიონზე თქვა უარი და ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად სეზონში გასამრჯელოს სახით 7 მილიონ ევროს ითხოვს, ბონუსების სახით კი კიდევ 1.5 მილიონი სურს, ამ ყველაფერს კი აგენტის საკომისიო დაემატება.

რაც დრო გადის, კესის სახელს სხვადასხვა ევროპულ გრანდს უკავშირებენ და სულ რამდენიმე თვეში ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს კესისთან მოლაპარაკებების წამოწყება მილანის თანხმობის გარეშე მოუწევს, ამიტომ როსონერის არც თუ ისე ბევრი დრო რჩება, რომ კონკურენცია თავიდან აირიდოს…