Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიტელო: მილანი ზამთარში შემადგენლობას გააძლიერებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო ვიტელოს ინფორამციით, მალდინის სიტყვების მიუხედავად (იხილეთ აქ), მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობას დიდი ალბათობით გააძლიერებს.

წყაროს ინფორამციით, მილანს პირველ რიგში გუნდიდან ისეთი ფეხბურთელების გაშვება მოუწევს, რომლებიც სტეფანო პიოლის გეგმებში არ შედიან, ამის შემდეგ კი გუნდი იმ პოზიციების გაძლიერებას შეეცდება, რომლებიც პრობლემურად მიიჩნევა.

ხულიან ალვარესი მილანის სატრანსფერო სიაში რჩება, თუმცა არგენტინელი ფორვარდის დამატება ევროპული გრანდების ნახევარს სურს. როსონერის სკაუტების გარდა, 21 წლის ფეხბურთელს იუვენტუსის, ინტერის, ესპანური და ინგლისური გრანდების წარმოამდგენლები აკვირდებიან.

ასევე მილანის პრიორიტეტად რჩება ლილის რენატო სანჩესი, თუმცა როსონერი ჯერჯერობით კესისთან შეთანხმების იმედს არ კარგავს, ამიტომ ამ საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.