Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიტსელის მამა:“ იუვენტუსთან კონტაქტი უკვე გვქონდა…“

აქსელ ვიტსელის მამამ მისი შვილის მიმართ იუვენტუსის მხრიდან ინტერესი დაადასტურა და მისი შვილის ზამთარში წასვლა დორტმუნდიდან არ გამორიცხა.

ვიტსელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალეგრის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა იყო, თუმცა როგორც იტალიურ მედიაში იწერება გუნდებს შორის სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ შედგა. ვიტსელის მიმდინარე კონტრაქტი დორტმუნდთან სეზონის ბოლოს იწურება.

„აქსელის დორტმუნდიდან ზამთარში წასვლა ? ეს შესაძლებელია, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის და არც ის არის გამორიცხული, რომ ის დორტმუნდში დარჩეს.

„იუვენტუსი ? მათი მხრიდან ინტერესი მართლაც არსებობს, ჩვენ ზაფხულში მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ, თუმცა როგორც გითხარით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.“