Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიტსელი იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნე აღარ არის

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დორტმუნდის ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის დამატებას აღარ შეეცდება.

ვიტსელს იუვენტუსს გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა გუნდებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა და იწერებოდა, რომ ბიანკონერი ვეტერანი ბელგიელის გაფორმებას ზამთარში შეეცდებოდა, რადგან ის მაქს ალეგრის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, თუმცა ასაკის და მაღალი ხელფასის გამო აქსელის ტრანსფერი იუვენტუსში გუნდის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ დაბლოკა.

Goal-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ცნობით, იუვე მზად არის ალეგრის ფეხბურთის შესაბამისი მოთამაშეები გაიფორმოს, თუმცა მათი პრიორიტეტი უფრო ახალგაზრდა ტალანტები იქნება და არა ვეტერანი ფეხბურთელები.