Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაშიჩის მამამ მილანის ინტერესი დაადასტურა

ნიკოლა ვლაშიჩის მამამ დაადასტურა, რომ მილანსა და ცსკას შორის ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როსონერი ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ბოლო დღეებში 23 წლის ხორვატი ფეხბურთელის სახელი მილანს არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაუაკვშირა.

„მილანის ინტერესი მართლაც არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მე ბევრის თქმის უფლება არ მაქვს.

„არის საკითხები, რომელზე საუბარიც მოლაპარაკებების დასრულებამდე არ არის მართებული.“

სხვადასხვა წყაროს ცნობით, მილანი რუსულ გუნდს ფეხბურთელის იჯარას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რის სანაცვლოდაც საერთ ჯამში 25 მილიონს გადაიხდის, ცსკას კი გამოსყიდვის პუნქტის ვალდებულების ჩადება სურს.