Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაშიჩის მამა:“ ნიკოლა მილანში უნდა გადასულიყო“

ნიკოლა ვლაშიჩის მამამ დაადასტურა, რომ მილანი მისი შვილის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდებოდა, თუმცა გუნდები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

ვლაშიჩი ცსკა-დან ვესტ ჰემში 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, მილანმა კი ჯუნიორ მესიასი დაიმატა.

„ნიკოლმამ ცსკა-ში ზედმეტად ბევრი დრო გაატარა. ცსკა კარგი გუნდია, ისინი ევროპაშიც კარგად გამოიყურებოდნენ და როდესაც ჩემი შვილი მათ რიგებს შეუერთდა, მათ ჩემპიონთა ლიგაზე 2-ჯერ დაამარცხეს.

„ახლა ის ინგლისში გადაბარგდა და მე ბედნიერი ვარ, თუმცა მას მილანში თამაში უნდოდა და იტალიელები მისი გაფორმებით სერიოზულად ინტერესდებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ შეთანხმება გუნდებს შორის ვერ მოხერხდა.“