Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაშიჩს მილანში სურს, ცსკა დათმობაზე არ მიდის…

მილანი ცსკა-ს შემტევი ნახევარმცველის ნიკოლა ვლაშიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდებს შორის მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანს 23 წლის ხორვატი ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიღებული აქვს, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით ვლაშიჩის გაფორმება გაუჭირდება.

წყაროს ცნობით, რუსები ნიკოლას სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ და არც მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არიან, თუ დაინტერესებული მხარე ფეხბურთელს სეზონის ბოლოს გამოისყიდის, როსონერი კი 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ რუსებს 5 მილიონს სთავაზობს, რის შემდეგაც მილანს ფეხბურთელის 20 მილიონად გამოსყიდვის საშუალება ექნება…