Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლას მილანის აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერისთვის მილანმაც იბრძოლოს.

21 წლის სერბ ფორვარდს მილანთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, რადგან მან ფლორენციელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე არაერთხელ იუარა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თუ მილანი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლას მოახერხებს, რაც გუნდს მინიმუმ დამატებით 20 მილიონს მოუტანს, როსონერი სერბი ფორვარდის ტრანსფერისთვის იბრძოლებს, რომლის სანაცვლოდაც ფიორენტინა 70 მილიონს ითხოვს.