Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში მანჩესტერიც ჩაერთო

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერში კდიევ ერთი გრანდი, მანჩესტერ იუნაიტედი ჩაერთო.

Daily Mail-ის ინფორმაციით, წითელი ეშმაკები მზად არიან 21 წლის სერბი ფორვარდის გასაფორმებლად ფლორენციელებს მოთხოვნილი 70 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და მის სახელს ყველაზე ხშირად ტურინის იუვენტუსს უაკვშირებენ.