Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩისთვის ტრანსფერში ბაიერნიც ჩაერთო…

გერმანული მედიის ინფორამციით, ფიორენტინას სერბი ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას ბაიერნიც გეგმავს.

გამოცემა Bild-ის ცნობით, რეკორდმაისტერების პრიორიტეტული სამიზნე კვლავ დორტმუნდის შემტევი ერლინგ ჰაალანდი გახლავთ, თუმცა პარალელურად გუნდი ნორვეგიელის ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს და სიაში პირველი დუშან ვლაჰოვიჩია.

წყაროს ცნობით, გერმანული გრანდის მესვეურებმა გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვლაჰოვიჩის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს, თუმცა ჯერჯერობით მათ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.