Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის აგენტი არსენალის ზარებს არც კი პასუხობს…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, ფეხბურთელის მხრიდან მიღებული უარის მიუხედავად, არსენალი დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების იმედს არ კარგავს და მის აგენტთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ცდილობს, თუმცა დუშანის აგენტი მათ ზარებსაც კი არ პასუხობს.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და მან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა, ამიტომ ფლორენციელებს მისი გაყიდვა მოუწევთ.

გუნდის პრეზიდენტს როკო კომისოს მისი საზღვარგარეთ გაყიდვა სურს და 80 მილიონს ითხოვს, რის გადახდაზეც არსენალი თანახმა იყო, მაგრამ ვლაჰოვიჩს სერია ა-ს დატოვება არ უნდა და იუვენტუსის მოლოდინშია, არსენალში ტრანსფერი კი მისთვის არც კი განიხილება.