Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსია…

იტალიური მედიის ინფორამციით, დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ არაერთი ევროპული გრანდის ინტერესის მიუხედავად, ფიორენტინას ტალანტის პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსის რიგებში თამაშია და ის მზად არის, ტურინელებს სეზონის ბოლოდმე დაელოდოს.

21 წლის სერბი ფორვარდის ტრანსფერზე ფიორენტიანს არაერთმა გრანდმა მიმართა და ზოგი მათგანი მზად იყო ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა Tuttosport-ის მტკიცებით, ვლაჰოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვებას არ აპირებს და იემდი აქვს, რომ ზაფხულში იუვენტუსი ფიორენტიანსთან საერთო ენას გამონახავს და ის კარიერას ტურინში გააგრძელებს.

ფლორენციელებს კი თავის მხრივ კონკურენტების გაძლიერება არ სურთ და იმედი აქვთ, რომ ზამთარში დუშან ვლაჰოვიჩი ერთ-ერთ ინგლისურ გუნდს ტრანსფერზე თანხმობას განუცხადებს და ის კიდევ ერთი ტალანტი არ გახდება, რომელიც ფიორენტინას იუვენტუსის გამო დატოვებს.