Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსია

დუშან ვლაჰოვიჩი 2021 წელს სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მან მიმდინარე წელი საერთო ჯამში 33 გოლით დაასრულა, რითც კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს გაუსწორდა და გასაკვირი არ არის, რომ 21 წლის სერბი ფორვარდის გაფორმებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.

ვლაჰოვიჩის სახელი არაერთ ესპანურ და ინგლისურ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ იტალიური წყაროების ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია.

Sky Sport-ის მტკიცებით, ვლაჰოვიჩმა უკვე არაერთი გუნდი გაისტუმრა უარით და ფიორენტინას იანვარში დატოვებაზე უარი თქვა, რადგან ის იუვენტუსის მოლოდინშია და ზაფხულში დუშანი ბიანკონერის რიგებს შეუერთდება…