Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა…

მას შემდეგ, რაც ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ ზაფხულში გუნდიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლა დააანონსა, მისი სახელი არაერთ იტალიურ თუ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, 21 წლის სერბი ფორვარდის პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა, ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით კი იუვენტუსი ფავორიტად მოიაზრება.

წყაროს ცნობით, ტურინელები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს უშუალოდ ფიორენტინასთან დაიწყებენ.