Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მილანის ფიქრობს ?

იტალიური წყაროების ინფორამციით, ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე, რომელმაც სერია ა-ს გასულ ტურში როსონერის კარში დუბლის გაფორმება მოახერხა, მილანის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ფიორენტინასთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ფლორენციელებს მისი გაყიდვა ზაფხულში მოუწევთ.

ფეხბურთელის სახელი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის ფავორიტად კი იუვენტუსი სახელდება და ფინანსური კუთხით მილანს სხვა გუნდებთან კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით, ვლაჰოვიჩის კუმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩია და შვედი ფეხბურთელის ფაქტორმა მილანს შესაძლოა გარკვეული იმედი მისცეს იმისა, რომ ფიორენტინასთან ტრანსფერის ფორმულაზე საერთო ენის გამონახვას შეძლებენ…